სიახლეები

08 დეკემბერი 2015

შეხვედრა მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან ერთად თბილისი მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსს ნინო სულხანიშვილს შეხვდა.

თამარ ბაგრატიამ მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსს სააგენტოს საქმიანობა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე, მხარეებმა თბილისში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარებაზე, ეკოლოგიურ კატარსტოფებსა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს. ასევე, ისაუბრეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვების შედეგებზეც.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით, ინდიკატორული გაზომვები განახორციელა. ატმოსფერული ჰაერის გაზომვები საქართველოს მასშტაბით ცხრა ქალაქის 58 წერტილში, მათ შორის თბილისში 26 წერტილში განხორციელდა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სხვა სიახლეები