სიახლეები

10 დეკემბერი 2015

ჯიოვანი დი სტასის ონლაინ ლექცია "NEA სფეროს" სტუდენტებისთვის

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალური სივრცე სტუდენტებისათვის აგრძელებს აქტუალურ საკითხებზე მუშაობას. ამჯერად ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ყოფილმა პრეზიდენტმა და ე.წ. მწვანე დოკუმენტის „დემოკრატიის მომავალი ევროპაში“ თანაავტორმა - ჯიოვანი დი სტასმა სტუდენტებს ონლაინ-ლექცია ჩაუტარა.

საერთაშორისო თანამეგობრობის როლი გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში, კლიმატის ცვლილება და პარიზის კონფერენცია, პოლიტიკის და პოლიტიკოსების როლი, გარემოსდაცვით გადაწყვეტილებების მიღება, მდგრადი განვითარება - ეს ის საკითხები იყო, რომელზეც კონგრესის ყოფილი პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა.

ლექციის დასრულების შემდგეგ სტუდენტებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე სტუმარს შეკითხვები დაუსვეს. "NEA სფერო" მომავალშიც ბევრ საერთაშორისო ექპერტს და ცნობილ ადამიანს უმასპინძლებს.

სხვა სიახლეები