სიახლეები

15 დეკემბერი 2015

შეხვედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს შეხვდა.

შეხვედრაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გარემოს დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე სისტემის და ამ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

მარინე არაბიძემ სტუდენტებს, ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობა გააცნო და მათ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხა.

სხვა სიახლეები