სიახლეები

17 დეკემბერი 2015

ვიზიტი კენიაში ზღვის ნარჩენებით დაბინძურების კვლევის შესახებ

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ ზღვის ნარჩენებით დაბინძურების კვლევის შესახებ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის სათაო ოფისში, კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს ჩატარებული კვლევის შესახებ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტი, შემუშავდა შესაბამისი პოლიტიკის რეკომენდაციები, რომელიც მომავალი წლის მაისში წარედგინება გაეროს გარემოსდაცვით ასამბლეას (UNEA-2).

სხვა სიახლეები