სიახლეები

18 დეკემბერი 2015

გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტი

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტების კონკურსში  გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიის უფროსის მიერ წარდგენილმა პროექტმა „კახეთის რეგიონის ხელოვნური წყალსაცავების და მათი მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურების  შესწავლა“ გაიმარჯვა.

კვლევის ძირითადი მიზანია ალაზნის ველის ხელოვნური წყალსაცავების, ქვემო ალაზნის სარწყავი არხის, გრუნტის წყლისა და სასო­ფლო-სამეურნეო ჩამონადენის ფიზიკურ-ქიმიური, ჰიდროქიმიური და მიკრობიო­ლო­­გი­უ­რი მახასიათებლებით დაბინძურების ხარისხის დადგენა, ასევე, წყალსაცავებზე დამ­ლა­შებული ნიადაგების და გრუნტის წყლების გავ­ლენის შესწავლა და ეკოლოგიურად დასაბუთებული ღონისძიებების  შემუ­შავება. 

სხვა სიახლეები