სიახლეები

18 დეკემბერი 2015

შეხვედრა ლიცენზიანტი კომპანიების წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი და სააგენტოს სპეციალისტები სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
შეხვედრაზე  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის სამართლებრივი რეგულაციების გამარტივებასა  და მომსახურეობის ეფექტურობის გაზრდაზე  ისაუბრეს. ლიცენზიების მქონე კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ საკანონმდებლო პროცედურების დახვეწისა  და გამარტივების პროცესში მაქსიმალურად იყვნენ  ჩართულები.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასა და  სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების წარმომადგენლებთან  შეხვედრები და თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

სხვა სიახლეები