19 დეკემბერი 2015
თამარ ბაგრატიას მოხსენება საჯარო რეესტრის კონფერენციაზე
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის (NSDI) შექმნასა და განვითარებასთან დაკავშირებით კონფერენცია გამართა, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია მოხსენებით - „ბუნებრივი სტიქიური მოვლენების პრევენცია და გეოსაინფორმაციო სისტემები“ წარსდგა.
ღონისძიებას იმ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც NSDI-ს პროექტში არიან ჩართულები. მონაწილეებმა 2015 წლის განმავლობაში ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობები და აქტივობები შეაფასეს.