სიახლეები

21 დეკემბერი 2015

შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურს საერთაშორისო ექსპერტი სტუმრობდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურს თევზების მარაგების შეფასების საერთაშორისო ექსპერტი ალექსანდრ ჩაშინი სტუმრობდა. ექსპერტმა სპეციალისტებს სარეწაო ობიექტების პოპულაციათა სტუქტურის და მარაგების შეფასების კუთხით ტრენინგი ჩაუტარა. ასევე, განხორციელდა საქართველოს სანაპიროზე ქაფშიის მოზამთრე ჯოგების სტრუქტურის ანალიზი და მარაგის კვლევა.

სპეციალისტებმა თევზების მარაგების შეფასების და თევზჭერის კვოტების განსაზღვრის მოქმედებათა გეგმა და მისი მეთოდური საფუძვლები შეიმუშავეს. მომზადდა რეკომენდაციები საქარველოს შავი ზღვის სანაპიროს მდგრადი და საპასუხისმგებლო თევზჭერის განვითარების მიზნით. 

სხვა სიახლეები