სიახლეები

22 დეკემბერი 2015

შეხვედრა წყლის რესურსების მართვასთან დაკავშირებით

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის, ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა "წყლის რესურსების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტის მომზადება საქართველოსთვის“ პროექტის ფარგლებში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ჯორჯია-ს ენვაირონმენთალ აუთლუქი“-ის  (GEO) მიერ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ფარგლებში. პროექტის მიზანია დოკუმენტის მომზადება ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისი დებულებების განხორციელების თაობაზე. შეხვედრაზე განხილული იქნა წყლის რესურსების მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტის პირველი სამუშაო ვერსია.

სხვა სიახლეები