სიახლეები

23 დეკემბერი 2015

სააგენტოს უფროსმა საზოგადოებას 2015 წლის ანგარიში წარუდგინა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა  გიგლა აგულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის  ანგარიში მოისმინა და სააგენტოს მიერ  დაგეგმილ  ახალ პროექტებს გაეცნო.

გარემოს დაბინძურების მონიტორინგი, სტიქიური ბუნებრივი პროცესების პრევენცია და მართვა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, ჰიდრომეტეოროლოგიური მონიტორინგული სისტემის  განვითარება, მეტეოროლოგიური პროგნოზების გაუმჯობესება,  შავი ზღვის მონიტორინგი -  ეს ის პრიორიტეტები იყო,  რომელიც  სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ  წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო 2016 წელს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, მეტეოროლოგიური პროგნოზების გაუმჯობესებისა და სტიქიური პროცესების პრევენციის მიზნით სრულიად ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს და სხვა ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით სტრატეგიულად მნიშვნელოვან პროექტებს განახორციელებს.

სხვა სიახლეები