სიახლეები

28 დეკემბერი 2015

28 დეკემბრიდან 3 იანვრამდე მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

28-29 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.

30 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, დასავლეთ საქართველოში დღისით ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება 31 დეკემბერსაც, ქარი შესუსტდება.

ახალი წლის ღამეს საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.

2 იანვარს თოვლის ინტენსიობა შესუსტდება. 3 იანვრიდან ნალექი შეწყდება, გაძლიერდება ყინვები.

სხვა სიახლეები