სიახლეები

11 იანვარი 2016

11-17 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

11-13 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +13, +18 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში დღეს იქნება +6, +11, ხოლო 12 - 14 იანვარს +10, +15 გრადუსი.

14-15 იანვარს მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს  +5 +10 გრადუსამდე.

16-17 იანვარს უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სხვა სიახლეები