სიახლეები

12 იანვარი 2016

თბილისში 12 იანვარს დაფიქსირებული ტემპერატურა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის მონაცემებით, 12 იანვარს თბილისში +14.0°C დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ 1994 წლის შემდეგ ასეთი მაღალი ტემპერატურა თბილისში 12 იანვარს არ დაფიქსირებულა.

1881 წლიდან, მას შემდეგ, რაც ქ. თბილისში მეტეოროლოგიური სადგური დაარსდა, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1966 წლის 24 იანვარს დაფიქსირდა: +19.5°C.

სხვა სიახლეები