სიახლეები

22 იანვარი 2016

თამარ ბაგრატია ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ქალაქ ქუთაისის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მონაწილეებს თამარ ბაგრატიამ სააგენტოს საქმიანობა გააცნო და ქუთაისის გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები წარუდგინა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების, ზედაპირული წყლების, ნიადაგის და რადიაციული ფონის მონიტორინგის შედეგებზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით ატმოსფერული ჰაერის რეგულარულ მონიტორინგს  და  ინდიკატორულ გაზომვებს ახორციელებს. ინდიკატორული გაზომვები საქართველოს მასშტაბით ათი ქალაქის უკვე 116  წერტილში განხორციელდა.

სააგენტოს უფროსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონის თვითმმართვოლობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგებს გააცნობს.

სხვა სიახლეები