სიახლეები

22 იანვარი 2016

23-27 იანვარს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

23 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.

24-26 იანვარს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან ქარბუქი.

დღის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოსალოდნელია -1, +4 გრადუსი. 26-27 იანვარს დაიკლებს ღამის მინიმალური ტემპერატურაც.

27 იანვარს თოვლიანი ამინდი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში. 

 

 

სხვა სიახლეები