სიახლეები

22 იანვარი 2016

160 სკოლის მოსწავლეები სტუმრად გარემოს ეროვნულ სააგენტოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი მარინე არაბიძე 160-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. 

შეხვედრაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გარემოს დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე სისტემისა და ამ სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა და მოსწავლეებს გარემოს ეროვნული სააგენტოს საქმიანობა გააცნო.  

სკოლის მოსწავლეებმა მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

სხვა სიახლეები