სიახლეები

22 იანვარი 2016

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კონგრესი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ და სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ბათუმში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ორგანიზებულ საქართველოს საკრებულოს წევრთა კონგრესში მიიღეს მონაწილეობა.

კონგრესის ძირითადი მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა, დარგობრივი სამინისტროების ხედვებისა და პროექტების გაცნობა და მათ შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება.

ღონისძიების მონაწილეებმა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა, მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმების ამოქმედება, ცენტრისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის ფორმები და მექანიზმები განიხილეს.

სხვა სიახლეები