სიახლეები

27 იანვარი 2016

საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლების მონიტორინგი განახლდა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსთან ერთად მიწისქვეშა წყლების მონიტორინგული ქსელის ბიულეტენის პრეზენტაციას დაესწრო.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ კახეთის რეგიონში (ალაზნის არტეზიული აუზი) მონიტორინგი განახლდა. სამუშაოების მიზანია ჰიდრომონიტორინგისათვის შერჩეულ წყალპუნქტებზე (ჭაბურღილები, წყაროები, ჭები) თანამედროვე ავტომატური გამზომი აპარატურის დამონტაჟება და მათი საშუალებით მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებაა. მიღებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნება მიწისქვეშა მტკნარი წყლების მაჩვენებლების დროში ცვალებადობის გამოვლენა-დადგენა, რაც ითვალისწინებს ჰიდროგეოლოგიური მოკლე ან გრძელვადიანი პროგნოზების შედგენას.

სხვა სიახლეები