სიახლეები

01 თებერვალი 2016

1-7 თებერვალს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

1 თებერვალს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

2 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, მაღალმთიან რაიონებში შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა იქნება + 4, +9 გრადუსი.

3-დან 6 თებერვლამდე გამოიდარებს. მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს.

6 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.

სხვა სიახლეები