სიახლეები

03 თებერვალი 2016

შეხვედრა ფინეთის ელჩთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ფინეთის ელჩს ქრისტერ მიჩელსონს, ფინეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურისა და ფინური კომპანიის "ვაისალა"-ს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები განიხილეს, ასევე, სამომავლო თანამშრომლობასა და მეტეოროლოგიური სფეროს გაძლიერების მიზნით, პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტებზე ისაუბრეს.

შეხვედრას, ასევე, სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები