სიახლეები

03 თებერვალი 2016

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, გარემოს დაცვის კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებსა და ამ პროცესებში სააგენტოს ჩართულობაზე იმსჯელეს. სამუშაო შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სააგენტოს სპეციალისტები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები