სიახლეები

11 თებერვალი 2016

ზვავსაშიშროების საფრთხეების შეფასება "NEA სფეროში"

გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების სამსახურის უფროსმა ვაჟა საბაურმა "NEA სფეროს" სტუდენტებს საქართველოს ტერიტორიაზე ზვავსაშიშროების საფრთხეების შეფასებასა და პროგნოზირებაზე ინფორმაცია გააცნო.

მომხსენებელმა სტუდენტებს დიდთოვლობის დროს საატვომობილო გზებზე წარმოშობილი ზვავსაშიშროების საფრთხეების მართვის პროცესში გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობაზე ესაუბრა.

რთული სინოპტიკური პირობების შემთხვევაში სპეციალისტების ჯგუფი ზვავსაშიშ ტერიტორიაზე გადის და მონიტორინგს  ახორციელებს. საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულ რეჟიმში ხდება გადაწყვეტილების მიღება, რათა თავიდან იქნეს აცილებული მატერიალური ზარალი და ადამიანთა მსხვერპლი. ვაჟა საბაურმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა თოვლის ზვავების რისკების მართვაში საჭირო ღონისძიებების გატარებასა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაზეც.

სხვა სიახლეები