სიახლეები

15 თებერვალი 2016

სააგენტოს უფროსის ვიზიტი იტალიაში

​გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია TAIEX-ის პროგრამის ფარგლები, წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად, იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტსა და კვლევით ცენტრს CIMA-ს ეწვია, სადაც მხარეებმა ბუნებრივი საფრთხეების მართვის მეთოდოლოგია, ადრეული შეტყობინების სისტემები და ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.  

თამარ ბაგრატიამ CIMA-ს პრეზიდენტ მიშელ სერასთან გარემოს მონიტორინგის ინოვაციურ პროექტებზეც ისაუბრა.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა  კომუნა კვილიანოს მერთან ალბერტო ფერნანდოსთან, რომელმაც ბუნებრივი საფრთხეების მართვის კუთხით ადგილობრივი თვითმმართველობის როლსა და პასუხისმგებლობებზე ისაუბრა.

სხვა სიახლეები