სიახლეები

15 თებერვალი 2016

თბილისში 15 თებერვალს დაფიქსირებული ტემპერატურა

დღეს თბილისში ჰაერის ტემპერატურამ ნახევარ საუკუნის მაქსიმუმს გადააჭარბა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით თბილისში დღეს, 15 თებერვალს, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +21.0°C დაფიქსირდა.
სააგენტოს ისტორიულ მონაცემებზე დაყრდნობით,15 თებერვალს თბილისში ყველაზე მაღალი ტემპერატურა 1962 წელს +21.2°C დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს არქივში კლიმატზე დაკვირვების პირველი მონაცემები 1881 წლით თარიღდება.

სხვა სიახლეები