სიახლეები

05 სექტემბერი 2014

მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო ქსელი მოეწყო

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ზურაბ კოპაძემ, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვლადიმერ ლაზარიშვილმა და „ადაპტაციის ფონდის" წარმომადგენლებმა, გაეროს განვითარების პროექტის ,,წყალდიდობისა და წყალმოვარდნის მართვის კლიმატისადმი მედეგი პრაქტიკის შემუშავება მოწყვლადი მოსახლეობის დასაცავად საქართველოში"" ფარგლებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში დამონტაჟებული ავტომატურ რეჟიმში მომუშავე აღჭურვილობა დაათვალიერეს, რომელიც მეწყრის გადაადგილების არეალს აფიქსირებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და ადაპტაციის ფონდის დაფინანსებით, რიონის აუზის 3 მუნიციპალიტეტში(წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლასა და ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლარჩვალში) მსხვილ მეწყრულ უბნებზე სადამკვირვებლო რეჟიმული ქსელი მოეწყო. აღნიშნულ მეწყრულ სხეულებზე გაიბურღა ჭაბურღილები, რომლებშიც თანამედროვე ავტომატურ რეჟიმში მომუშავე სპეციალური აღჭურვილობა (ინკლინომეტრები) დამონტაჟდა. ინკლინომეტრები იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს მეწყრული სხეულების დინამიკა, პროცესების ბუნება, გადაადგილების სიჩქარე და სხვა პარამეტრები. მიღებული ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე შესაძლებელი გახდება წინასწარი პროგნოზის შემუშავება, რათა დროულად იქნას თავიდან აცილებული სტიქიისგან მიყენებული ზარალი.

სხვა სიახლეები