სიახლეები

18 თებერვალი 2016

"NEA სფეროში" სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ “NEA სფეროს” სტუდენტებთან შეხვედრა გამართა, მათ იტალიაში არსებული ბუნებრივი საფრთხეების მართვის სისტემის შესახებ ესაუბრა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტში ვიზიტის შედეგები გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში თამარ ბაგრატია  წარმატებული გამოცდილების გასაზიარებლად, იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტსა და კვლევით ცენტრს CIMA-ს ეწვია, სადაც  ბუნებრივი საფრთხეების მართვის მეთოდოლოგია, ადრეული შეტყობინების სისტემები და ერთობლივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ლექციის დასრულების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ქონდათ მათთვის აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით სააგენტოს უფროსისთვის კითხვები დაესვათ.

სხვა სიახლეები