სიახლეები

24 თებერვალი 2016

გარემოს ეროვნულ სააგენტოს სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის უფროსმა დოდო გვაზავამ სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.

სპეციალისტი ბავშვებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ქონდათ გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ. 

სხვა სიახლეები