სიახლეები

25 თებერვალი 2016

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და გამოწვევები "NEA სფეროში"

"NEA სფეროს" საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი გიზო ჭელიძე სტუმრობდა.

სტუმარმა „საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულებების“ შესახებ ისაუბრა. სტუდენტებს ლექციაზე შესაძლებლობა ჰქონდათ  ამომწურავი ინფორმაცია  მიეღოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და აღმოსავლეთ პარტნიორობა საქართველოსთვის.

შეხვედრაზე, ასევე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჩართულობაზე, ევროინტეგრაციასა და  ევროპასთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის პროცესებზე ისაუბრეს.

სხვა სიახლეები