სიახლეები

27 თებერვალი 2016

მესტიაში არსებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების შეფასება

მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი კატასტროფების საფრთხეების   შეფასებაზე  გარემოს ეროვნულ სააგენტოში იმსჯელეს. შეხვედრას  გარემოსა  და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვეიცარიის  განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს რეგიონული დირექტორი  ოლივიე ბურკი და სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა, მესტიის მუნიციპალიტეტის 6 ტერიტორიული ერთეულის გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური  საფრთხეების შესახებ ანგარიში  წარმოადგინეს, რომელიც მეწყერული-ღვარცოფული, წყალმოვარდნების, ქვათაცვენის  და თოვლის ზვავების  მაღალი რისკის უბნების საფრთხეებს ასახავს.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ  შემუშავდა  რეკომენდაციები, რომელთა განხორციელებაც აუცილებელია   სტიქიური,  მოვლენების საფრთხეების შემცირებისათვის.

ჩატარებული კვლევის შედეგად სპეციალისტების მიერ მომზადებული  საფრთხეების შეფასების ანგარიში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას და სხვა შესაბამის სტრუქტურებს  შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა.

პროექტი  „შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს“ დაფინანსებით განხორციელდა.

შეხვედრას, ასევე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამეტის დეპუტატები, მესტიის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები  და  არასამთავრობო  სექტორის წარმომადგენლები   ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები