სიახლეები

01 მარტი 2016

ჰოლანდიელი სპეციალისტების სემინარი სააგენტოში

გარემოს ეროვნულ სააგენტოში საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის წყლის შესახებ ცოდნის გაზიარების პროგრამის ფარგლებში სემინარი ჩატარდა, რომელსაც სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია და ნიდერლანდების მისიის წარმომადგენელი ფლორ ნუიტენ-ელზინგა ესწრებონდნენ.

შეხვედრაზე ჰოლანდიელმა ექსპერტებმა, პროფესორმა მაიკლ მაკკლეინმა და ტომ ბუისმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებს წყლის ჩარჩო დირექტივის დანერგვის შესახებ გამოცდილება გაუზიარეს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

სხვა სიახლეები