სიახლეები

14 მარტი 2016

სემინარი გუდაურში

გარემოს ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგიის დირექტორიატის ერთობლივი პროექტის - „საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების შეფასება“ ფარგლებში,  გუდაურში, სემინარი ჩატარდა, რომელსაც ჰიდრომეტეორლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, ნორვეგიელმა ექსპერტებმა მონაწილეებს ჰიდროლოგიური მოდელების ახალი პროგრამები გაცნეს.

ჰიდროლოგიური მოდელირების ახალი სისტემების ათვისება და დანერგვა ხელს შეუწყობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მუშაობის გაუმჯობესებას მდინარეთა ჩამონადენის განსაზღვრისა და წყალდიდობა/წყალმოვარდნების პროგნოზირების კუთხით.

სხვა სიახლეები