სიახლეები

14 მარტი 2016

14 - 20 მარტს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

14 მარტს, დღის ბოლოს საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო - დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

15-17 მარტს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი.  15 მარტს შესაძლებელია ზოგან ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში კი ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა  +6, +11 გრადუსი იქნება.

18– 19 მარტს ცალკეულ რაიონში მცირე ნალექი შენარჩუნდება. ღამის სათებში შესაძლებელია დაფიქსირდეს ჰაერის ტემპერატურის უარყოფითი მნიშვნელობები.

20 მარტიდან კვლავ მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი.

სხვა სიახლეები