სიახლეები

17 მარტი 2016

პროფესორ შოთა ადამიას ლექცია "NEA სფეროში"

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სივრცეში მორიგი შეხვედრა გაიმართა. "NEA სფერომ" ამჯერად გეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორს, საბუნებისმეტყველო აკადემიის წევრს, პროფესორ შოთა ადამიას უმასპინძლა.

მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს მიწისძვრებზე, მათი წარმოქმნის წყაროებსა და საქართველოს სეისმურობაზე ესაუბრა და აღნიშნულ პროცესებზე სპეციალურად მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა. 

ლექციის დასასრულს, ტრადიციულად, სტუდენტებსა და მოწვეულ სტუმარს შორის, კითხვა-პასუხის რეჟიმში,  დისკუსია გაიმართა.

სხვა სიახლეები