სიახლეები

24 მარტი 2016

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე

მსოფლიო მეტეოროლოგიის დღე გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა და სააგენტოს უფროსმა მიულოცა. გიგლა აგულაშვილი გარემოს ეროვნულ სააგენტოს სტუმრობდა, სადაც ჰიდრომეტეოროლოგიურ სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

გარემოს ეროვნული სააგენტო ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების მრავალწლიან მონაცემებს, ამინდისა და ჰიდროლოგიური პროგნოზების მომზადების ტექნოლოგიებს ფლობს. საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობა 1844 წელს თბილისის მაგნიტურ-გეოფიზიკური ობსერვატორიის ბაზაზე ჩამოყალიბდა და მისი არსებობა 170 წელზე მეტს ითვლის.

სხვა სიახლეები