სიახლეები

24 მარტი 2016

საჯარო ლექცია ქუთაისის უნივერსიტეტში

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში არსებული გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სისტემისა და ქალაქ ქუთაისის ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ საჯარო ლექცია  გაიმართა. 

შეხვედრაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დაპარტამენტის უფროსმა ქუთაისში არსებულ ჰაერის დაბინძურების მონიტორინგისა და ინდიკატორული გაზომვების შედეგებზე, ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, ზედაპირული წყლების დაბინძურებასა და რადიაციული ფონის მონიტორინგზე ისაუბრა.

ღონისძიებას, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა, უნივერსიტეტის პედაგოგები, სტუდენტები, ქუთაისში მომუშავე გარემოსდაცვითი საჯარო სტრუქტურებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

სხვა სიახლეები