სიახლეები

25 მარტი 2016

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მარტის თვეში შავი ზღვის სანაპიროზე ზღვის ძუძუმწოვრების(დელფინების) გამორიყვის ფაქტები დაფიქსირდა, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს დელფინთა მორბილვირუსული ინფექციით.
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური მოუწოდებს ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები კვლევებს აწარმოებენ, ამჟამად განმუხური-სარფის მონაკვეთზე ზღვის ძუძუმწოვრების ნაპირზე გამორიყვის 19 ფაქტი დაფიქსირდა.
 
 
 
 

სხვა სიახლეები