სიახლეები

25 მარტი 2016

სააგენტოს ქ. რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ქ.რუსთავის მე-10 საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მოსწავლეებს სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ უმასპინძლა, რომელმაც ბავშვებს სააგენტოს საქმიანობა გააცნო, მიმდინარე პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა. 

ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.

სააგენტოს სინოპტიკოსი ბავშვებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ქონდათ გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ. 

 

სხვა სიახლეები