28 მარტი 2016
28 მარტს- 3 აპრილს მოსალოდნელი ამინდი საქართველოში
28 – 29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, 29 - ში
ზოგან ძლიერი. მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ქარბუქი. იქროლებს
დასავლეთის ძლიერი ქარი.
ჰაერის ტემპერატურა 29 მარტს +5, +10° - მდე დაიკლებს .
30 – 31 მარტს ნალექი შენარჩუნებული იქნება ზოგიერთ რაიონში. ჰაერის
ტემპერატურა +9, +14° - ია მოსალოდნელი.
1 – 2 აპრილს გამოიდარებს და დათბება +16, + 21° - მდე.
3 აპრილს კვლავ გაწვიმდება და შედარებით აცივდება.