სიახლეები

30 მარტი 2016

თამარ ბაგრატიამ საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმში მონაწილეობა მიიღო

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებით საქართველოს საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმი გაიმართა, რომელსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ესწრებოდა. სააგენტოს უფროსმა რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრებს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგები გააცნო და ამ მიმართულებით სააგენტოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ესაუბრა.

შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის გარემოს დაბინძურების გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მხარეები,სახელმწიფო უწყებების კოორდინირებული მუშაობაზე, ახალი მეთოდოლოგიების დანერგვასა და სისტემატიური კვლევების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები