სიახლეები

04 აპრილი 2016

გეოლოგების ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში

ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის მიწვევით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტის ფარგლებში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები  ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ.

სააგენტოს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ჩეხეთის გეოლოგიური სამსახურის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და საშიში გეოლოგიური პროცესებით დაძაბულ უბნებზე დამონტაჟებულ თანამედროვე მონიტორინგის სისტემების ფუნქციონირებას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს არსებული გამოცდილება გაუზიარეს და სამომავლო ურთიერთობებზე შეთანხმდნენ.

სხვა სიახლეები