სიახლეები

05 აპრილი 2016

სააგენტოს სპეციალისტების ვიზიტი თურქეთში

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსებმა ქალაქ სტამბოლში გამართულ EU-UNDP-ს პროექტის „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება” EMBLAS-II მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს.

პროექტი  მიზანია შავი ზღვის გარემოს დაცვა და ბუქარესტის კონვენციის განხორციელებაში ქვეყნების მხარდაჭერა, რაც ხელს უწყობს შესაძებლობების გაძლიერებას შავი ზღვის წყლის ხარისხის ბიოლოგიური და ქიმიური მონიტორინგის კუთხით ევროკავშირის წყალთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაბამისად.

შეხვედრაზე განხილული იქნა პროექტის განხორციელების მიმდინარეობა და სამომავლო გეგმები. ყურადღება გამახვილდა ეროვნულ საპილოტე მონიტორინგულ კვლევებსა და ღია ზღვის ერთობლივ კვლევაზე.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისიდან კვლევები განხორციელდება, რომლებშიც გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები.

სხვა სიახლეები