სიახლეები

08 აპრილი 2016

სააგენტოს იმერეთის რეგიონიდან სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეების მასპინძლობას. ამჯერად სააგენტოში იმერეთის რეგიონიდან ჩამოსული  მოსწავლეები იმყოფებოდნენ, რომლებსაც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია შეხვდა და ბავშვებს უწყების საქმიანობა გააცნო. სტუმრებს, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ.

სააგენტოს სინოპტიკოსი ბავშვებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ქონდათ გარემოს ეროვნულ სააგენტოში არსებული უძველესი ისტორიული ხელსაწყოებიც დაეთვალიერებინათ და მათ შესახებ ინფორმაციას გაცნობოდნენ. 

 

სხვა სიახლეები