სიახლეები

11 აპრილი 2016

დაბინძურების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია თბილისის საკრებულოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა  თამარ ბაგრატიამ  თბილისის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს  გარემოს დაცვის კომისიის წევრებს  თბილისში გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგი და ზედაპირული წყლები) დაბინძურების მონიტორინგის  შედეგები გააცნო.

შეხვედრაზე სააგენტოს ხელმძღვანელმა   საკრებულოს  დეპუტატებს   გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2015 წელს ჩატარებული კვლევების შედეგები წარუდგინა.

კვლევები   მიზნად ისახავს თბილისის მასშტაბით   ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული წყლების, ნიადაგის  და რადიაციული ფონის განსაზღვრას და დაბინძურების დონის დადგენას.

გარემოს ეროვნული სააგენტო, ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით,  საქართველოს მაშტაბით    ინდიკატორული გაზომვების წერტილების გაზრდას გეგმავს, ასევე   აშენდება გარემოს დაბინძურების კვლევის ლაბორატორიული კორპუსი და მოხდება ჰაერის მონიტორინგის არაავტომატური სადგურების თანამედროვე ავტომატური  ხელსაწყოებით გადაიარაღებაც.

სააგენტოს უფროსი  გარემოს დაბინძურების მონიტორინგის შედეგებს  საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში  თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც გააცნობს.

 

სხვა სიახლეები