სიახლეები

15 აპრილი 2016

სააგენტოს 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეების მასპინძლობას. ამჯერად სააგენტოში თბილისის 174-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ მოკლევადიანი პროგნოზების სამსახურის სამუშაო ოთახი დაეთვალიერებინათ და მუშაობის პროცესს ადგილზე გაცნობოდნენ. სააგენტოს სინოპტიკოსი ბავშვებს იმ ტექნოლოგიებზე ესაუბრა, რომლის საშუალებითაც ამინდის პროგნოზი იქმნება.

მოსწავლეებმა, სააგენტოში სტუმრობისას გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტში არსებული ლაბორატორიებიც მოინახულეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

სხვა სიახლეები