სიახლეები

18 აპრილი 2016

შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის მიერ კვლევები გრძელდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური, დაბინძურების მონიტორინგის სამსახურთან ერთად ეკოლოგიური მონიტორინგს უკვე ორ სტაციონარულ სადგურზე ახორციელებს.
 
2016 წლის იანვრიდან ყოველთვიური მონიტორნგი ბათუმის სადგურზე დაიწყო, აპრილიდან კი სარფის სადგური დაემატა. აღნიშნული აქტივობა ეროვნული საპილოტე მონიტორინგის სისტემის ნაწილია, რომელიც პროექტ EMBLASS II ფარგლებში ინერგება. სისტემა მონიტორინგის უწყვეტ და მაღალი სიხშირით წარმართვას უზრუნველყოფს.
 
მონიტორინგის ეს სისტემა სრულ შესაბამისობაში მოდის ევროკავშირის წყლისა და ზღვის სტრატეგიის ჩარჩო დირექტივების პრინციპებთან.
 
 
 

სხვა სიახლეები