სიახლეები

18 აპრილი 2016

თამარ ბაგრატია ავსტრიელ ექსპერტებს შეხვდა

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ავსტრიელ ექსპერტებსა და საქართველოში ავსტრიის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ქ.თბილისში მდინარეთა აუზებში საფრთხის შემცველი ჰიდროლოგიური და გეოლოგიური რისკები განიხილეს.
 
ავსტრიელი ექსპერტები გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად არსებულ სტიქიურ მოვლენებს ადგილზე შეაფასებენ, მდ. წავკისისწყლის, მდ. დიღმისხევის და მდ. ხევძმარას აუზებში მაღალი რისკის შემცველ ადგილებს დაათვალიერებენ და შეიმუშავებენ რეკომენდაციებს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.
 
თამარ ბაგრატიამ უცხოელ ექსპერტებს სააგენტოს საქმიანობა გააცნო და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
 
 
 

სხვა სიახლეები