სიახლეები

19 აპრილი 2016

ჰაერის ინდიკატორული გაზომვების ახალი ეტაპი დაიწყო

ჰაერის ინდიკატორული გაზომვების ახალი ეტაპი დაიწყო
 
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის გაძლიერებისა და ქსელის გაფართოების მიზნით ჰაერში სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გამზომი მოწყობილობები დამონტაჟდა.
 
თბილისში 2015 წლიდან კვლევები უკვე ჩატარდა 50-მდე წერტილში და მესამე ეტაპის შედეგად მონიტორინგი კიდევ 21 წერტილში განხორციელდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ინდიკატორები დალუქული სახით დიდი ბრიტანეთის აკრედიტირებული ლაბორატორიაში გადაიგზავნება.
 
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შესაძლებლობა ექნება თბილისსა და სხვა ქალაქებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების არსებული მდგომარეობა უფრო დეტალურად შეისწავლოს.
 
 
 

სხვა სიახლეები