სიახლეები

19 აპრილი 2016

შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებთან ერთად მცხეთა-მთიანეთის გუბერნიის წარმომადგენლებს შეხვდა.

სააგენტოს უფროსმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში 2015 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2016 წლის წინასწარი პროგნოზები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს პირადად გააცნო.

შეხვედრაზე გეოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში არსებულ ბუნებრივ საფრთხეებზე და სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

თამარ ბაგრატია, გეოლოგებთან ერთად რეგიონებში შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს მათ რეგიონში არსებულ სტიქიური გეოლოგიური განვითარების შედეგებს პირადად გააცნობს.

 

2015 წლის სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2016 წლის პროგნოზები

სხვა სიახლეები