სიახლეები

20 აპრილი 2016

თამარ ბაგრატიას ვიზიტი გერმანიაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ბოხუმისა და ესენის უნივერსიტეტების გეოლოგიის მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გერმანიის უმსხვილესი  სამთო საკონსულტაციო და კვლევითი კომპანიის “DMT ჯგუფის”  ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან. შეხვედრებზე მხარეებმა წიაღით სარგებლობის მდგრადი განვითარების, გეომონიტორინგისა და გეოტექნიკური მიმართულებებით მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტისას, ასევე, განხილულ იქნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალგაზრდა კადრენის სტაჟირების შესაძლებლობები გერმანიაში.

სხვა სიახლეები