სიახლეები

06 მაისი 2016

შეხვედრა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტები ქვემო ქართლის რეგონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა ქვემო ქართლის მხარეში 2015 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2016 წელს მოსალოდნელი წინასწარი პროგნოზები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გააცნეს.

შეხვედრაზე, მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების გამომწვევ მიზეზებზე იმსჯელეს და სამომოვლო თანამშრომლობაზე შეთანხმდენენ.

სხვა სიახლეები